
პრემიერი 11 მარტის ბათუმის მოვლენების დროს პოლიციასა და სახელმწიფო მოხელეების გამოჩენილი ვაჟკაცობისთვის საჯარო მადლობას უხდის.მისივე თქმით, აუცილებელია ბოლომდე მივიდეს გამოძიება და ეს მძიმე პროვოკაცია არავის შერჩეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვისი მოზომილი, მომთმენი, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც ჩვენ შევძელით, რომ ძალიან სერიოზულ პროვოკაციას თავი ავარიდეთ და მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მინდა პოლიციელებს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ჩართული იყო, მადლობა ვუთხრა ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის, ასევე, აჭარის მთავრობას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.
გამოძიება მიმდინარეობს და არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ეფექტს ატარებდა. გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება და მივა დასასრულამდე. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.