
სახალხო დამცველის წარმომადგენლის, ციალა ქათამიძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს. ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი ყველა იმ ადამიანთან შეხვედრას გეგმავენ, რომლებიც 11 მარტს ბათუმში დააკავეს.
“ჩვენი წარმომადგენლები სამი დღეა იმ ადგილებში დადიან, სადაც შეიძლება ყოფილიყვნენ აქციის შედეგად დაკავებული პირები. პირველადი მოკვლევის შედეგებით, გვაქვს ინფორმაცია, რომ აქციის დღეს 75 ადამიანის დაკავება მოხდა... ჩვენ 30 ადამიანს შევხვდით და ვესაუბრეთ, ვკითხეთ, რა ვითარებაში დააკავეს. ვაპირებთ 75-ვე დაკავებულს შევხვდეთ“, - განუცხადა ქათამიძემ ჟურნალისტებს.