-
2017-03-13 13:43
საპატრიარქოს ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია,-ამის შესახებ მან ,,კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,თუ მამა გიორგის რაიმე განზრახვა ჰქონდა, მას სატელეფონო ან სხვა სახის კონტაქტი ექნებოდა გერმანიაში მყოფ პირებთან. გერმანიაში მყოფი პირების წრე კი ცნობილია... ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არის სოსო ოხანაშვილი. ტელევიზიითაც საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შესაძლოა დააკავონ“, - განაცხადა ქარჩავამ.
საპატრიარქოს ადვოკატის განცხადებას არ პასუხობს ბრალდების ადრესატი. როგორც პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა ,,კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, ,,შორენას ადვოკატის“ განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ქარჩავას ,,პიროვნებად“ არ თვლის.