
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდა. ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე შევიდნენ პროკურორები. ადგილზე დაკავებულის ადვოკატებიც იმყოფებიან. პროკურორის განცხადებით, დაკავებულ დეკანოზს ადრე თუ გვიან მოუწევს გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს.
„ფაქტობრივად მას ამოეწურა ყველა საბაბი რის გამოც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს არ სცემდა. თუ რა თქმა უნდა დღესაც რაიმე მიზეზს არ დაასახელებს და კვლავ თავს აარიდებს საგამოძიებო მოქმედებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადრე თუ გვიან მას მოუწევს ამ მძიმე ბრალდებებს გასცეს პასუხი და ყველა შეკითხვას უპასუხოს ამომწურავად და სწორედ ამ მიზეზით ვხვდებით დღეს მას.
შეკითხვები არის ძალიან ბევრი როგორც ამ მომწამვლელი ნივთიერების მოძიება შეძენის თაობაზე, ასევე ბევრი სხვა თემა არის რაზეც დღეს უნდა დაისვას შეკითხვები,“-განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.