მომღერალმა ნინო ჩხეიძემ რიგით 13-ე ალბომი ჩაწერა. ალბომში 10 ახალი სიმღერაა შესული. მომღერლის თქმით, ახალი სიმღერები სპეციალურად მისთვისაა დაწერილი.
მომღერალი ნინო ჩხეიძე ტვ "იმედის" გადაცემაში "დღის შოუ"
ის მომღერლები, ვინც თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ საახალწლო კონცერტზე შემსრულებლებს შორის ვერ მოხვდნენ, "საახალწლო შავი სიის" შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მომღერალთა შერჩევა არასამართლიანად ხდება.
მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ რადიოები: „აფხაზეთის ხმა“, „დარდიმანდი“ და „შანსონი“ ერთობლივად აცხადებენ, რომ უნდობლობას უცხადებენ „სილიკონ ველი თბილისისა“ და “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” მიერ გამოქვეყნებულ რადიოკვლევებს.
სოჭში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე აქსანა სევასტიდი სასამართლომ დამნაშავედ სცნო, ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2008 წლის აგვისტოში საკუთარი ტელეფონიდან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
საქართველო აპირებს შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს ორივე პარტიის წარმომადგენლებთან, ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 7.000 დელეგატით ჩატარდება, ხოლო ყრილობის დღის წესრიგში არ დადგება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. ორივე საკითხს - დელეგატთა რაოდენობასა და დღის წესრიგში თავმჯდომარის არჩევის შეტანას დღეს პოლიტსაბჭომ კენჭი უყარა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოზე განსახილველად გატანილი პარტიის ყრილობის ორი ფორმატიდან უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნილ ვარიანტს, სადაც 7.000-მდე დელეგატია გათვალისწინებული.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5352 ლარი გახდა.