
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსეთის არმიის შემადგენლობაში შევა, ამ ინიციატივას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა.
რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, მოლაპარაკებები გამართოს სამხრეთ ოსურ მხარესთან და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას.
ბრძანება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.