
სტრასბურგის გადაწყვეტილებამ გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია, მათ შორის საერთაშორისო უწყებებშიც - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას.
“სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია, კონკრეტულად ამ მუხლებთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმი გამოყენებული აქამდე არ ყოფილა. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია, მათ შორის საერთაშორისო უწყებებშიც.
მე მქონდა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პირებს გავსაუბრებოდი. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს არის სასამართლო, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე სასამართლო. ჩვენ სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ღირსეულ წევრსევროსაბჭოსი,” - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.