აფხაზეთში რუსეთმა ახალი საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადაისროლა

Image

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე უახლესი სამხედრო დანადგარების გადასროლას ისევ აგრძელებს. ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში უახლესი С-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადაისროლეს. ინფორმაციას საერთაშორისო ვოლონტერთა საზოგადოება „InformNapalm“ ავრცელებს. 

 

 

HUMINT/OSINT სადაზვერვო საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად,  საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების „InformNapalm“ მოხალისეებმა შეძლეს,  დაეფიქსირებინათ საზენიტო-სარაკეტო სისტემების С-300 აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეყვანის ფაქტი.

 

საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების მოხალისეების მიერ პირველადი ინფორმაცია მოპოვებული იქნა პირდაპირ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან

 

სანდო წყაროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 მარტს რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონი შევიდა  – დაახლოებით სამი ათეული ვაგონი, მათ შორის ღია პლატფორმებითა და მსხვილგაბარიტებიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული  დიდბორბლიანი სატვირთო მანქანები.

 

instagram-ის სოციალურ ქსელში, ვინმე   _natashechka_     გვერდზე აღმოჩენილი იქნა რამდენიმე დღის  წინ ატვირთული ვიდეო-რგოლი 0.21 წუთის ქრონომეტრაჟით. აღნიშნული ვიდეო  ასახავს  სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონის გადაადგილებას, ფიქსირდება 17 ვაგონი, მათ შორის ბორბლიანი მანქანები, სარადარო ანძა და საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-300 –ის სხვა დამხმარე საშუალებები.

 

ეშელონი გადაადგილდება ნოვოროსიისკი-კრასნოდარის სარკინიგზო ხაზის პარალელურად ტრასის მონაკვეთზე, ადიღესა  და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ საზღვარზე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?