თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელ სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა.
თავდამსხმელებმა დაახლოებით, 400 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს. ნაცემია ოჯახის უფროსი. ეჭვმიტანილები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.