-
2017-03-15 13:46
მორიგი პროვოკაცია, -ასე აფასებენ ე.წ. ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანების შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტს დეპუტატები.
ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ის საერთაშორისო ასპარეზზე სათანადოდ არ მუშაობს.
„საერთაშორისო ზეწოლა ამ მიმართულებით არის შეჩერებული, რადგან ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად უმოქმედო და საქართველოს საკითხი სრულიად გამქრალია, მაშინ, როდესაც უკრაინასთან მიმართებით სანქციები არის ამოქმედებული რუსეთის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.
პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა.