-
2017-03-15 13:43
საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანების შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტს ეხმაურება. მათი თქმით, ოფიციალურ თბილისს სხვა ბერკეტები არ აქვს, გარდა იმისა, რომ დიპლომატიური გზით მიაღწიოს მშვიდობას რეგიონში.
„საერთაშორისო სამართლის ნორმები არ ვრცელდება აღნიშნულ ტერიტორიებზე, ნებისმიერი ის ქმედება, რომელიც ხორციელდება ამ ტერიტორიებზე, არის მიმართული ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და სიძლიერის საწინააღმდეგოდ.
სხვა ქვეყნის და სახელმწიფოს ხელმძღვანელი მოქმედებს თავისი სახელმწიფოს სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სტრატეგიიდან გამომდინარე “ - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძე.