ელისო კილაძის საგანგებო მიმართვა

Image

,,ქრონიკა+" -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მისი შვილის დავით ხარშილაძის დაკავების გამო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი მიმართავს ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუწიონ მონიტორინგი დავით ხარშილაძის წინააღმდეგ დაწყებულ უკანონო სამართლებრივ დევნას და ითხოვს შვილის სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიებს.

 

 

,,2017 წლის 13 მარტს, ,,ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის მიმართ, რომელიც ამავდროულად არის გაზეთის ოფისმენეჯერი, განხორციელდა პოლიციური ოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი უკანონო დაკავება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების „ბუტრონორფინის“ ჩადება.

 

დაკავებისას უხეშად დაირღვა დავით ხარშილაძის უფლებები, მის მიმართ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, არის ნაცემი, არ გააცნეს მისი უფლებები, არ მისცეს ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალება. მის მიმართ დაკავების შემდეგ ხორციელდებოდა არაადამიანური მოპყრობა, მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თანდასწრებითაც, რაც დაადასტურა კიდეც სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულმა განცხადებამ.

 

საქმეში არსებული დარღვევების შესახებ დაკავებულის ადვოკატმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა უკანონოდ დაკავებული დავით ხარშილაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. საჩივრის ასლი გადაეგზავნა საქართველოს სახალხო დამცველს.

 

დამოუკიდებელი გაზეთი ,,ქრონიკა +“ ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ჟურნალისტური გამოძიება, რომელსაც გაზეთის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სისტემატურად ანხორციელებს, ამხელს თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ ფაქტებს. ორი კვირის წინ, „ქრონიკა +“-ში გამოქვეყნდა ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელების მამხილებელი მასალები, ასევე სისტემატურად ქვეყნდება სუსის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სტატიები, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მუდმივად ადგილი ქონდა დამოუკიდებელი გაზეთის რედაქციის ოფისის უკანონო თვალთვალს, ასევე გაზეთის მთავარი რედაქტორის უკანონო მიყურადებას და მისი გადაადგილების მუდმივ კონტროლს, ასევე მუქარებს შვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიიჩნევს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო დაკავება და მისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჩადება არის მიზანმიმართული დევნა პირადად მის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან და გაზეთის კრიტიკულ პოზიციასთან.

 

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიმართავს ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუწიონ მონიტორინგი დავით ხარშილაძის წინააღმდეგ დაწყებულ უკანონო სამართლებრივ დევნას და ითხოვს შვილის სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიებს ." ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც გაზეთი ,,ქრონიკა+" აქვეყნებს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?