უსუფაშვილი ,,რუსთავი2"-ს:,,თქვენი სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი იყოს განსაკუთრებით ყურადღებით"

Image

თქვენ სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით - მიმართა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტს .

 

 

უსუფაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ სამაუწყებლო კომპანიასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ვითარება "ფეთქებად საშიში" გახდა. 

 

"თემა ძალიან ფეთქებად საშიში გახდა. თუ ვინმე ხელისუფლებაში იფიქრებს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემოვლითი გზით იგნორირებას, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემების დასაწყისი და ზოგადად, მე თქვენი სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი იყოს განსაკუთრებით ყურადღებით, რადგან გვახსოვს ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებთან მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს ხოლმე.

 

ამიტომ, მე მინდა დაზღვეული ვიყოთ რაიმე სერიოზული გართულებებისგან. ეს იქნება მთავრობის უგუნურობა თუ რაღაც ამ ტიპის მოვლენები," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?