მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება

ხვალ, 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

>>>

"ყველამ ერთიანად, ზომიერი რყევებით გადავაგოროთ ეს პრობლემა" - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების შესრულებისკენ მოუწოდებს.

>>>

"დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ეკლესიებში მისვლისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და მათ რეკომენდაციით მიმართავს, რომ „წელს დღესასწაულების ფორმატი შევცვალოთ“.

>>>

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით ინფიცირებული მძიმე პაციენტების გამოჯანმრთელების პერიოდი, შესაძლოა, 3-დან 6 კვირამდე გახანგრძლივდეს

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ინფიცირებული მძიმე პაციენტების გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა, შესაძლოა, 3-დან 6 კვირამდე გახანგრძლივდეს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი ტვირთია. ზახაშვილის თქმით, საჭიროა რაც შეიძლება ნაკლები მძიმე შემთხვევა დაფიქსირდეს ქვეყანაში და ნაკლებ პაციენტს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან 76 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 76 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 340-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 340 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

>>>

საგარეო უწყება - 16 აპრილის მონაცემებით, მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში 6255 მოქალაქე დაბრუნდა

ყაზახეთისა და კვიპროსის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოებმა საქართველოს მოქალაქეები საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროებების ნივთებით უზრუნველყვეს, ხოლო უნგრეთსა და ბელარუსში საქართველოს საელჩოების ხელშეწყობით, სამშობლოში სამი მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

>>>

ამირან გამყრელიძე - ბოლო სამი დღის განმავლობაში, ორჯერ გვქონდა ე.წ. ნახტომი, როცა 30-30 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც არის ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლისას განგაშის საფუძველი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ე.წ. ნახტომი ბოლო სამ დღეში ორჯერ დაფიქსირდა.

>>>

ბარსელონას მერი - "აღარ დაელოდოთ: გაათავისუფლეთ ჩვენი შვილები!"

ბარსელონას მერი, ადა კოლაუ აცხადებს, რომ  ესპანეთში აუცილებელია მკაცრი შეზღუდვები მოიხსნას, რათა ბავშვები გარეთ გავიდნენ.

>>>

ლევან რატიანი - 3 პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმებულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !