
ბაღდათის მუნიციპალიტეტში პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1972 წელს დაბადებული ა.ს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.