ანა ნაცვლიშვილი - სანამ ხელისუფლება გაწეული საქმიანობის ეფექტურობასა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ ანგარიშს არ წარმოადგენს, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება მიუღებლად მიგვაჩნია

Image

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა - განხილვამდე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ პოლიტიკური გაერთიანებიდან ,,ლელო საქართველოსთვის’’ აცნობეს.

 

პოლიტსაბჭოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუღებელია, დემოკრატიულმა სახელმწიფომ შეზღუდვიდან შეზღუდვამდე რეჟიმში იცხოვროს და სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებზე ხელისუფლებისგან პასუხები ვერ მოისმინოს, არ იცოდეს, რა ხედვა აქვს სახელმწიფოს კრიზისის დაძლევისა და პოსტკრიზისული აღდგენითი ზომების შესახებ.

,,კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, წარმოადგინოს ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მიმართულებებით, დღეს, 21 აპრილს იწურება საგანგებო მდგომარეობის ვადა. მთავრობას ამ დრომდე არ წარმოუდგენია ანტიკრიზისული გეგმა. შესაბამისად, ათასობით ადამიანს არ აქვს პასუხები უმწვავეს კითხვებზე, ხელისუფლება მხოლოდ ფრაგმენტულად გვაწვდის ინფორმაციას ამა თუ იმ ახალი შეზღუდვის ან ინიციატივის შესახებ. მიუღებელია, დემოკრატიულმა სახელმწიფომ იცხოვროს შეზღუდვიდან შეზღუდვამდე რეჟიმში და ვერ მოისმინოს ხელისუფლებისგან პასუხები სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებზე, არ იცოდეს, რა ხედვა აქვს სახელმწიფოს კრიზისის დაძლევისა და პოსტკრიზისული აღდგენითი ზომების შესახებ ეკონომიკური, სოციალური, თუ სხვა მიმართულებებით.

„ლელო საქართველოსთვის“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოუწოდა ხელისუფლებას, ქვეყანა მოემზადებინა საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად. ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ არაერთი მიმართულებით შევთავაზეთ ხელისუფლებას კონკრეტული ხედვა და რეკომენდაცია, COVID 19-ის პირობებში ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ, ასევე, მოვუწოდეთ ხელისუფლებას, შეექმნა ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო არასწორი ნაბიჯების რისკი საგანგებო ვითარების პროცესში და ზიარ პრობლემაზე ზიარი პასუხისმგებლობა აგვეღო პოლიტიკურ სპექტრს. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან ამ პოზიციას შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრაქტიკულად, გაჩერდა ეკონომიკური საქმიანობა, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, პოლიტიკური ცხოვრება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, გარდაუვალი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების არაკვალიფიციურობამ და გაუაზრებლობამ.

„ამასთან, შეზღუდვების შერჩევითმა აღსრულებამ ამ შეზღუდვებს დასჯის ეფექტი შესძინა და არა პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო და გააზრებული ნაბიჯების. ათასობით ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო, დადგა გაურკვეველი მომავლის წინაშე. მათ სახელმწიფომ თითქმის ვერაფერი შესთავაზა. ამავე პერიოდში საზოგადოება არაერთი, მათ შორის სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი, დანაშაულის შემსწრე გახდა; ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან დაფიქსირდა საგანგებო მდგომარეობით სარგებლობის ფაქტები, რასაც ჩვეულებრივ ვითარებაში სერიოზული საზოგადოებრივი პროტესტის გარეშე ვერ განახორციელებდნენ.

ერთი კვირის წინ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ საჯაროდ მიმართა ხელისუფლებას და მოითხოვა, 21 აპრილამდე გამოექვეყნებინა საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში, ფინანსური ინფორმაციის ჩათვლით, შემდეგ საკითხებზე: ჯანდაცვის სამინისტროს ხედვა და ანალიზი პანდემიასთან დაკავშირებით და ამ სფეროს მზაობა სხვადასხვა სცენარით სიტუაციის განვითარების შემთხვევაში; მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში; ბიზნესის ფისკალური და მონეტარული სტიმულირების გეგმა და სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შესაძლო ვადები/პირობები; სასურსათო უზრუნველყოფის და უსაფრთხოების კონკრეტული ღონისძიებები; საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სრულმასშტაბიანი ხელშეწყობა; ეროვნული ვალუტის დასტაბილურების მექანიზმები; სოციალური დახმარებების გეგმა ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დასახმარებლად, კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა და მათთვის კომუნალური და სასურსათო შეღავათების გაწევა; განათლების სისტემაში არსებული ვითარება; კომენდანტის საათის მიზანშეწონილობის მკაფიო დასაბუთება; რიგი შეზღუდვების და რეგულაციების ეფექტურობის და საჭიროების დასაბუთება; საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების კონკრეტული გრაფიკი. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ნათელი, გვჭირდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და თუ გვჭირდება, მაშინ, როგორი შეზღუდვებით და რა ვადით. ამ დრომდე მსგავსი ანგარიში ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია და საზოგადოებას არ აქვს პასუხები უმწვავეს კითხვებზე.

სანამ ხელისუფლება არ წარმოადგენს უკვე გაწეული საქმიანობის სრულყოფილ ანგარიშს მისი ეფექტურობისა და ხარჯთაღრციხვის შესახებ, ასევე კონკრეტულ გეგმას ახლო მომავალში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მიუღებლად მიგვაჩნია მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ’’, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !