რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს აქვს შედარებით მძიმედ მიმდინარე პნევმონია, მაგრამ მართვითი სუნთქვა ჯერჯერობით არც ერთს არ სჭირდება

Image

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს.

 

მისივე თქმით, დაინფიცირებული პაციენტებიდან სამს აქვს შედარებით მძიმე პნევმონია, თუმცა მართვით სუნთქვას არც ერთი მათგანი არ საჭიროებს.

„ამ წუთას კლინიკაში 59 პაციენტია, აქედან 39 არის დადასტურებული კოვიდინფექცია, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფლებელია, სამ პაციენტს აქვს შედარებით მძიმედ მიმდინარე პნევმონია, მაგრამ მართვითი სუნთქვა ჯერჯერობით არც ერთს არ სჭირდება.

გუშინ ინფექციური საავადმყოფოდან იქნა ერთი პაციენტი ჩვენთან გადმოყვანილი კვლევისათვის, დარჩება და ჩვენთან გააგრძელებს მკურნალობას. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ, შემოდიან ცხელებით პაციენტები, მათ უტარდებათ კვლევები, ტესტირება და შემდგომში გადადიან სხვა კლინიკაში ან საკარანტინო სივრცეში, გააჩნია, თუ რა შედეგები იქნება.

დღეს ანალიზს ვუღებთ 18 პაციენტს, გარდა ამისა საკარანტინო ზონიდან გადმოვიყვანთ ორ პაციენტს და მათაც ავუღებთ ანალიზს. ნაწილს კი, სწრაფ ტესტს ჩავუტარებთ თვითონ საკარანტინო ზონებში, დაახლოებით 100-მდე ტესტირება გაკეთდება“, - განაცხადა გოფოძემ.

ამასთან, გოფოძის თქმით, კლინიკაში ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

„ჩვენც გვყავს პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდა რეტესტირება, გავიდა დრო მკურნალობის და ტესტზე ნეგატიური პასუხი მივიღეთ და თუ დღესაც ნეგატიური პასუხი იქნება, რესპუბლიკურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული ეყოლება და გავუშვებთ სახლში“, - განაცხადა გოფოძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !