მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
კორონავირუსთან ბრძოლაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.
იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით კიდევ 525 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, მთლიანად ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 22 170-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, განახლებული მონაცემებით, გასულ 24 საათში 3 786 ადამიანი დაავადდა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ 3 კვირით გაახანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა დომინიკ რააბმა დაადასტურა.
პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთში შექმნილი ვითარება განიხილეს.
კორონავირუსის კრიზისის გამო 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები არ გაიმართება, მათ შორის გადაიდო მოსკოვის წითელ მოედანზე მასშტაბური სამხედრო აღლუმიც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებას ამცნო.
გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, საქართველოში სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი დაიწყო და შესაძლოა, პროცესი უკონტროლო გახდეს.
17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.