
ესპანეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კოროანვირუსის 3968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 204178-ს მიაღწია.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 430 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობამ 21282 შეადგინა.
ცნობისთვის, მადრიდში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ეპიდემიის პიკი გადალახა და ახლა დასტაბილურების ფაზაში იმყოფება.