-
2020-04-21 13:31
აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 1417 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 24 859-ით გაიზარდა.
როგორც CNN-ი წერს, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 784 599-ს მიაღწია. 42 138 ადამიანი კი, დაიღუპა.
კორონავირუსთან დაკავშირებით თეთრი სახლის მრჩეველთა ჯგუფი აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ნაადრევად გაუქმდება, გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლებელია, 60 ათასს გადააჭარბოს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29