გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრი - რამდენჯერაც დალევდა, ასე „გულაობდა“ პოლიციელი - ამბობენ, გასროლა ავტომატის ჯერს უფრო ჰგავდა, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას

Image

პოლიციელის მიერ უმისამართლო გასროლის შედეგად გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრის თემო პირველაშვილის განცხადებით, დაკავებულმა სამართალდამცავმა შესაძლოა, არა „მაკაროვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან, არამედ ავტომატიდან ისროლა. 

 

როგორც ის განმარტავს, მისთვის წარმოუდგენელია, „მაკაროვის“ ტიპის იარაღიდან გასროლილ ტყვიას 560 მეტრის გავლის შემდეგ ადამიანი მოეკლა. პირველაშვილი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით არაერთი ვერსია ვრცელდება, თუმცა, ის ექსპერტიზისა და გამოძიების შედეგებს ელოდება.

„აღნიშნული მუხლი შინაპატიმრობასაც ითვალისწინებს და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც. წესით, თვითონ უნდა ეყოს, როგორც ბრალდებულს ადამიანობა, კაცობა, რომ სასჯელი მოიხადოს და არ დაიწყოს ისე, როგორც ქართველებს გვჩვევია, რაღაცების „ჩალიჩი“. როგორც სამართლადამცავები ამბობენ, გასროლა „მაკაროვის“ ტიპის იარაღიდან მოხდა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასრულებამდე ძნელად დასაჯერებელია, რომ „მაკაროვის“ იარაღმა 560 მეტრში ამდენი რამე გაანგრია და ბოლოს ადამიანი იმსხვერპლა, ეს წარმოუდგენელი რაღაცაა! ბევრი ვერსია და ბევრი ჭორიცაა, წინასწარ ამაზე საუბარი არ მინდა. ამბობენ, ავტომატის ჯერს უფრო ჰგავდა, თუმცა, წინასწარ საუბარი არ მინდა, გამოძიებას ველოდები, როგორ ჩატარდება, რას დაადგენენ და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ, ვაცადოთ ჯერ, იქნებ რას ამბობენ. ერთი „აბოიმა“ დაცალა, რამდენიმე წამი სჭირდება ახალი მჭიდის გაკეთებას და ისევ გააგრძელა სროლაო. ზოგი ამბობს, 8 გასროლა იყოვო, ზოგი 10-ს ამბობს, ზოგი - უფრო მეტს. ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ გვერდით კორპუსში და ერთი ამბობს, აივანზე ვიდექი და აივანი დაინგრა ისეთი სასწაული იყო. თურმე, რამდენჯერაც დალევდა, ასე „გულაობდა“ ბიჭი. იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა და როგორც ამას კანონი მოითხოვს“, - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

ცნობისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიამ ქალის სიცოცხლე ისმხვერპლა. სამართალდამცავებმა პოლიციელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოსო გაბრიაძემ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?