ნიგოიანი უკრაინის ჰიმნის ფონზე დაკრძალეს, პუშკინის ქუჩა კი მისი სახელობის გახდა (ვიდეო)

დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ბერეზნოვატოვკაში 22 იანვარს კიევში სნაიპერის მიერ მოკლული სერგეი ნიგოიანი დაკრძალეს. დაკრძალვის ფონს უკრაინის ჰიმნი გასდევდა თან.

>>>

საპატრიარქო მხარს უჭერს გადაწყვეტილებას სხვა რელიგიური მიმართულებების დაფინანსების შესახებ

საქართველოს საპატრიარქო დადებით მოვლენად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებლობის გარდა, სხვა რელიგიური მიმართულებების დაფინანსების შესახებ.

>>>

არსენ იაცენიუკმა პრემიერობაზე უარი განაცხადა, 28 იანვარს მაიდანზე მობილიზაციაა

არსენ იაცენიუკი არ დათანხმდა უხელმძღვანელოს მინისტრთა კაბინეტს – პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის ლიდერების მოლპარაკების დასრულების შემდეგ გავრცელებული ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ელენე ლუკაშმა.

>>>

აფხაზური მედია: საქართველო „შტაინმაიერის გეგმა–2“–ზე მუშაობს

აფხაზური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტი იმედოვნებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრად ისევ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის დაბრუნება მისი 5 წლის წინანდელი გეგმის ხელახლა გადახედვას გამოიწვევს.

>>>

აფხაზეთის მთებში ახალ რუსულ ჯავშანტრანსპორტიორს ტესტირება უტარდება

წებელდის (აფხაზური ტოპონიმიკით - ცაბალი) პოლიგონზე დაიწყო სამხრეთის სამხედრო ოლქის რუსული სამხედრო ბაზის მოტომსროლელი დანაყოფების საველე სწავლებები.

>>>

ალექსანდრე დანილიუკის ფეხმძიმე ცოლს და 1,5 წლის ჩვილს მანქანაში ნარკოტიკები შეუგდეს

ორგანიზაცია „ობშეე დელოს“ კოორდინატორი ალექსანდრე დანილიუკი „ფეისბუქის“ მეშვეობით  წერს, რომ ძალოვნებს მისი ფეხმძიმე მეუღლისა და ჩვილის მძევლებად აყვანა სურთ და ევრომაიდნელებს დახმარებისკენ მოუწოდებს.

>>>

კიევში პარტია „რეგიონების“ ოფისი დაარბიეს

კიევში უცნობმა პირებმა პარტია „რეგიონების“ ობოლონის რაიონის ოფისი დაარბიეს.

>>>

ხადურის უწყების შეკვეთილი „ციკანი თონეში“ და გატეხილი 3 ღვინის ჭიქა – 7.246 ლარის ხარჯი რესტორანში

„აფხაზეთის ხმამ“ 2013 წლის 4 ივნისს თბილისში. აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე „მეღვინეობა ხარების“ მიერ ფინანსთა სამინისტროსთვის გადაგზავნილი ანგარიშფაქტურა მოიპოვა, სადაც ტურისტული და რესტორნის მომსახურების ხარჯებია დაანგარიშებული.

>>>

ჩეჩნეთიდან დევნილს „ლარსზე გადაყვანით და რუსებისთვის მიგდებით“ ემუქრებოდნენ

ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ ჩვენებების უკანონოდ მოპოვებაზე საუბრობს ჩეჩენი წარმოშობის საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევი. „პირველი რადიოს“ პრესკლუბში მან სკანდალური ფაქტები გაასაჯაროვა.

>>>

ქუთაისის მერობის „ნაციონალ“, სავარაუდო კანდიდატს კურიოზული ფინანსური დარღვევა აღმოუჩინეს

ქუთაისის მერობის სავარაუდო კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თემურ ცამციშვილს 6.000 ლარის უკანონოდ გადარიცხვას ედავებიან. ქუთაისში ამბობენ, რომ ეს მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას ანგარიშსწორებაა, რადგან მას კონკურენციის ეშინია.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?