
ფარული ჩანაწერებისა და უკანონო მიყურადების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, 635 დისკიდან მხოლოდ ორი განადგურდება. ამ ორ დისკში ასახულია ოპონენტებისა და ხელისუფლების მხარდამჭერთა ინტიმური ცხოვრების დეტალები.
რაც შეეხება დანარჩენ ვიდეოფაილებს, შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, ისინი პროკურატურას გამოსაძიებლად გადაეცემა.
,,დაახლოებით 750 საათს მოიცავს ეს ყველაფერი. საზოგადოებისთვის ფართო ანგარიში მომზადდება და ამის პრეზენტაცია 31 იანვარს მოხდება", – განაცხადა იზორიამ.