-
2014-01-31 11:02
დიმიტრი ბულატოვი – ევრომაიდნის ერთერთი აქტივისტი და ორგანიზატორი, რომელიც 22 იანვრის შემდეგ უგზოუკვლოდ იყო დაკარგული და ყველას მოკლული ეგონა – ცოცხალი, მაგრამ სასტიკად ნაწამებია. ის გატაცებისა და წამების დეტალებს ჰყვება.
დიმიტრი ბულატოვი კიევთან ახლოს, ვიშენკის დასახლებაში იპოვეს. ის საღამოს საათებში მანქანიდან გადმოაგდეს, ტყის პირას, უკაცრიელ ადგილას. როგორც ამბობს, ერთი საათი დაბორიალობდა გზაზე და ბოლოს დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია, საიდანაც მეგობრებს დაურეკა.
ბულატოვი ჰყვება, რომ მას ხელები შეუკრეს, დანით სხეულს უსერავდნენ, სახეზე დანას უსვამდნენ, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი საკვებიც არ მიუციათ. ბულატოვმა არ იცის, ვინ და რატომ აწამებდა – მთელი ეს დროს ის თვალახვეული იყო. ევრომაიდნიდან კი „ბერკუტმა“ აიყვანა.