
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი მწვავე რესპირატორული დაავადების გამო სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
აღნიშნულის შესახებ კომენტარს რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ ჟირინოვსკი აკეთებს:
„დღეს ჩვენი „კლიენტი“ უკრაინაში პატივცემული ვიქტორ იანუკოვიჩია. ის თქვენ გაჩვენებთ სეირს, მაშინ, როცა დასრულდება ოლიმპიადა. თქვენ კიდევ გაიგებთ, რა არის „იანუკოვიჩი“. ახლა იგი ყოველი შემთხვევისთვის ავად არის, მოგვიანებით კი ფულის მაგივრად ჩვენ მას ტყვიებს მივცემთ“, - აცხადებს ჟირინოვსკი.