
ვიდეოპორტალებზე აიტვირთა ვიდეო ქართული ტიტრებით, რომელსაც ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების გამშარჟებელი ტიტრები ადევს.
შეგახსენებთ, იგივე ვიდეო რამდენიმე სხვა მოვლენასთან დაკავშირებითაც გამოიყენეს, როგორც პოლიტიკური შარჟი. მაგალითად, ბოლოს ის დაიტიტრა, როგორც მინსკის ბოლო "ნორმანდიული ფორმატის" შეხვედრის უცხოელ თარჯიმანთან ინტერვიუ, რომელიც თითქოსდა შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინის მოქცევის შესახებ ჰყვებოდა. ამჯერად ვიდეოში აღწერილი გადაცემის სტუმარი წარმოჩენილია, როგორც ბიძინა ივანიშვილის უცხოელი მრჩეველი წინასაარჩევნო პერიოდში.