
მოვიდა დრო, როდესაც ბავშვებს უნდათ გამოვდნენ არა ექიმები და პოლიციელები, არამედ ბლოგერები. Youtube უკვე დიდი ხანია არა მარტო გასართობი აპლიკაციაა. ის ბლოგერებისთვის შემოსავლის მომტანი სამსახური გახლავთ.
ბევრია საქართველოში საინტერესო კონტენტის მქონე Youtube არხები. ჩვენ შემოგთვაზებთ ჩვენ ტოპ 5-ს.
პირველი ჩვენს ჩარტში ხვდება NikaTMG. მას 23 წლის ასაკში 386 ათასი გამომწერი ყავს. მას აქვს უმეტეს წილად „gaming“-ის კონტენტი.
ვერცხლის მედალი გადაეცემა გიორგი დანელიას, რომელსაც ყავს 267 ათასი გამომწერი. მას სხვა და სხვა ტიპის ვიდეო კონტენტი აქვს: „vlog“-ები, „challenge“-ები, მოწვეულ სტუმრებთან ერთად კოლაბორაციები და ა.შ.
მესამე ადგილზეა ამიკო ზარკუა. მას ყავს 253 ათასი გამომწერი. ამიკო გახლავთ „gamer“-ი. ის საკუთარი თამაშის ვიდეობს წარმოგვიდგენს.
მეოთხედ ჩარტში მოდის არხი სახელად ოქტოპუსი. ის ითვლის 171 ათას გამომწერს. არხზე ჩვენ ვნახავთ როგორც „challange“-ებს, ასევე თამაშებს და იომორისტული შინაარსის ვიდეოებს. მოკლედ რომ ვთქვათ, არხი არის შექმნილი განწყობის ასამაღლებლად.
ჩარტს ვერ დავხურავდით თაკო საზინას გარეშე. მას 137 ათასი გამომწერი ყავს. უმეტესწილად თაკო გვაწვდის „make up inspo“-ებს და გვთავაზობს ვლოგებს მისი ყოველდღიური ცხოვრებიდან.