მიხაელ შუმახერმა თვალები გაახილა

Image

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი გუშინ კომიდან გამოვიდა.

სამედიცინო დაწესებულება გრენობლის სამედიცინო პერსონალის განცხადებით, ნევროლოგიური ტესტირების ფარგლებში სპორტსმენმა თვალები რამდენიმეჯერ გაახილა.

 

ექიმების განცხადებით, ავტომრბოლელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაიმედებელია. სპორტსმენი სხვადასხვა მკურნალობებეზე დადებითად რეაგირებს, მისი მდგომარეობა კი არ გაუარესებულა.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, სამედიცინო პერსონალი გარკვეული გარანტიების გაცემისგან თავს იკავებს. სპეციალისტების განცხადებით, ერთი თვის მანძილზე კომაში ყოფნა, კრიტიკული დროა და მსგავსი ვითარების შემდეგ კომიდან გამოსვლის შანსი ძალიან დაბალია.

 

„ფორმულა 1“-ის ლეგენდარული ავტომრბოლელი კომაში გასული წლის 29 დეკემბრიდან იმყოფება. შუმახერმა თავის ქალის მძიმე დაზიანება მაშინ მიიღო, როცა იგი თხილამურებით საფრანგეთის ალპების ერთ-ერთ კურორტზე სრიალებდა. დაცემის შემდეგ, სპორტსმენი ვერტმფრენით დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

შუმახერს თავის ქალაზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა, რათა შიდაქალის წნევის დაწევა შესაძლებელი ყოფილიყო. იმისათვის, რათა ტვინის შეშუპება შეემცირებინათ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება, ავტომრბოლელი ხელოვნური კომის მდგომარეობაში გადაეყვანათ.

 

მიუხედავად გარკვეული დადებითი დიაგნოზებისა, სპეციალისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ მიხაელ შუმახერმა შესაძლოა ვეღარასდროს გაიაროს.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !