-
2014-01-31 14:15
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ წარმოების განვითარებისთვის აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.
ჩოჩელის განმარტებით, მის მოთხოვნას მისცენ შესაძლებლობა ახალი ქარხნებისა და წარმოებების შენებასთან დაკავშირებით ყურადღებას არავინ არ აქცევს:
„წარმოების განვითარებისთვის აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. სწორედ ამიტომ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა გერმანელი ტყვეების და უცხოელი სპეციალისტების დახმარებით ააშენა და განავითარა არაერთი წარმოება.
ჩვენ კი, უკვე მეორე წელია, გერმანელი ტყვეებისგან განსხვავებით, ჩვენი სურვილით, ვითხოვთ მოგვცენ ქარხნების შენების და წარმოებების განვითარების შესაძლებლობა, მაგრამ არც მომსმენია ვინმე და არც გამგონებელი“, - აცხადებს ბიზნესმენი.