-
2014-03-13 18:08
ამ წუთებში თბილისის მთავარ პროკურატურაში გურამ დონაძის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც დონაძემ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა , მას იგივე პროკურორი დაუკავშირდა, რომელიც ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს.
მისივე თქმით, არ იცის რა საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული დაკითხვაზე.
"პირად მობილურ ტელეფონზე დამიკავშირდნენ. მითხრა, რომ არის ვინმე დავით ძნელაძე პროკურატურიდან.
რომ ვიკითხე, რა საქმე იყო, მითხრა, რომ ამას მეტყვის პროკურატურაში მისვლის შემდეგ.
მე ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ მზად ვარ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, რაც გამოძიებას აინტერესებს", - აღნიშნა დონაძემ.