-
2014-03-13 16:46
"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" თსუ-ში სტუდენტებთან პრემიერმინისტრის შეხვედრაზე სიუჟეტი მოამზადა. ახალგაზრდებმა ირაკლი ღარიბაშვილს მწვავე შეკითხვებიც დაუსვეს.
როგორც "პირველი არხი" იტყობინება, ერთერთმა სტუდენტმა საჯარო სამსახურებში დასაქმებული კადრების არაკვალიფიციურობაზე ისაუბრა და პრემიერს ჰკითხა, თუ როგორ დაეხმარებიან ისინი მთავრობას მიზნების მიღწევაში.
მთავრობის მეთაურს მინისტრების არაკვალიფიციურობაზე, საყდრისის საბადოს ბედზე, კაზრეთში მიმდინარე გაფიცვასა და ხუდონჰესზეც ჰკითეს.
ამავე შეხვედრაზე სტუდენტებმა პრემიერმინისტრს დოქტურანტურის პროგრამის დაფინანსება სთხოვეს.
ვიდეო: "პირველი არხის" სიუჟეტი