
კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, რომელიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული და გირაოთი გაათავისუფლეს, დღეს შემდგარი დაკითხვის შემდეგ ისევ დააკავეს.
სავარაუდოდ, დაკავებულია გიორგი მაზმიშვილიც, რომელიც დათა ახალაიას საქმის ერთერთი მოწმეა და რომლის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდებოდა მას შემდეგ, რაც გაუჩინარდა.
ასევე უცნობია გოჩა სხულუხიას ადგილსამყოფელი. დაკითხვაზე დაბარებულები არიან ასევე კუდ-ის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.
ლევან ქარდავა მეგის ქარდავას ძმაა. კუდ-ის უფროსი ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა. ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი უკვე გადაიყვანეს პოლიციის თბილისის სამმართველოში.