გიული ალასანია „რუსთავი-2“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მის სახელზე მოსული უწყების შესახებ შეატყობინა, თუმცა, არ იცის, როგორ მოიქცევა თავად მიხეილ სააკაშვილი.
„ყველა ოცნება არ სრულდება ან ოცნებები სრულდებიან სრულ კოშმარებად... იანუკოვიჩმა როცა არ შემიშვა უკრაინაში, ორი თვე გაძლო ამ აკრძალვამ. ივანიშვილის მცდელობა, ჩემი გადაადგილების შეზღუდვის ბევრად უფრო ნაკლებს გასტანს, ვიდრე ივანიშვილის კეთილისმყოფელ პუტინს ჰგონია,“
დიპლომატი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აანალიზებს, მათ მიმართავს, რომ შესაძლოა, „მეოთხე, კარგ წელს“ ვერ მოესწრონ და ბოლოს ჰანიბალის ცნობილ ფრაზას ახსენებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადამდგარი მოსამართლე, ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ლამარა სორდია–შევცოვა, რომელიც ამჟამად ადვოკატია, საქართველოს მესამე პრეზიდენტს რჩევებს აძლევს.
BE NEWS ექსკლუზიური კადრებს ავრცელებს, სადაც დაფიქსირებულია ტრანზიტული ავტომობილების რიგი, რომელიც იწყება ბათუმის ცენტრიდან.
,,მე ჩავაკითხავ ივანიშვილს, როცა საჭირო იქნება, მაგრამ ჩავაკითხავ სხვა მისიით“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურაში მისი დაბარების შესახებ ,,იმედთან“ გაკეთებულ კომენტარში.
,,ჩემი კითხვის ადრესატი ჩვენი ქართველი მეგობარია“- რუსმა ჟურნალისტმა ვლადისლავ ნაზემცევმა ბრიუსელში დავით უსუფაშვილს ჰკითხა, რატომ იყო ძნელი ყირიმისა და 1992 წლის აფხაზეთში ან ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს შორის განსხვავების დანახვა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი,ბაჩო ახალაია ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში არ ჩამოვიდეს.
2013 წლის 23 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსული შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრის გაუხმაურებელ დეტალებზე შვედმა დიპლომატმა მოგვიანებით, რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
,,მე ვერაფერს გეტყვით, სააკაშვილის ნაცვლად, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი და სიმბოლო, რომელიც იანუკოვიჩის ხელისუფლებასთან დაახლოებს საქართველოს არაფერში აღარ სჭირდება,"-ამ კომენტარით უპასუხა გიგა ბოკერიამ ,,მოამბის" შეკითხვას გამოცხადდება თუ არა სააკაშვილის პროკურატურაში 27 მარტს.