რა მოხდა 2007 წელს, რის გამოც, შესაძლოა, თათუხაშვილის შემდეგ, შამათავას ლიკვიდაცია იგეგმებოდეს

Image

ხურჩაში ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, შესაძლოა, შემდეგი იყოს, ვისი ლიკვიდაციაც შალვა თათუხაშვილის შემდეგ იგეგმება, - ამის შესახებ ეჭვებს გენერალი გოგი თათუხაშვილი გამოთქვამს.

 

გოგი თათუხაშვილმა მადლობა გადაუხადა ანი ნადარეიშვილს იმის გამო, რომ მან მისი შვილის შალვა თათუხაშვილის მონაწილეობა გაიხსენა 2007 წელს რუსი დივერსანტების ჯგუფის გამოვლენასა და ამ ჯგუფის ორი წევრის ლიკვიდაციაში და დაამატა, რომ ამ ოპერაციის კიდევ ერთი მონაწილე რომა შამათავა ამჟამად ციხეშია და, როგორც თათუხაშვილი ამბობს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

„ვაცხადებ, რომ ჩემი შვილის შემდეგ, დაგეგმილია, ასევე იმ ოპერაციის მონაწილე, რომა შამათავას მკვლელობა. რომელიც ამჟამად, ასევე რუსების დავალებით, ციხეშია“, - წერს გენერალი თათუხაშვილი.

 

რა მოხდა 2007 წელს? რა ოპერაცია ჩატარდა რუსი დივერსანტების წინააღმდეგ კოდორის ხეობაში (ზემო აფხაზეთში)? რას წერდა ამ ფაქტზე რუსული პრესა და არსებობს თუ არა თუნდაც ირიბი დადასტურება იმისა, რომ ამ ოპერაციის დროს ქართულმა სპეცსამსახურებმა აფხაზური და რუსული მხარეების ერთობლივი მოქმედების ფაქტი გამოავლინეს?

 

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას „აფხაზეთის ხმა“ იმდროინდელ რუსულ მედიაში სტატიების შესწავლით შეეცადა.

 

2009 წლის რუსული პრესის არქივში ერთ საინტერესო მასალასაც წავაწყდით, სადაც პირდაპირ სათაურშივეა გამოტანილი, რომ დაღუპულები არა აფხაზი, არამედ რუსი სამხედროები იყვნენ:

 

ჟურნალისტი ოლგა ალენოვა „კომერსანტ.რუს“ დამატებაში წერს:

 

„იმის მიუხედავად, რომ აფხაზური მხარის მტკიცებით, მოკლულები აფხაზურ არმიაში მსახურობდნენ, ამ ფაქტმა, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეუქმნას რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნას აფხაზეთში“.

 

ჟურნალისტი დასძენს, რომ მოკლულთა გვარები საიდუმლო იყო რამდენიმე დღის განმავლობაში, ხოლო აფხაზური ხელისუფლების ერთერთმა წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ, მართალია, მოკლულთა ვინაობა და ის, რომ ისინი რუსი ოფიცრები იყვნენ, ვერ დამალა, მაგრამ განაცხადა, რომ ისინი აფხაზურ არმიაში კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდნენ:

 

„ისინი რუსი ოფიცრები იყვნენ, მაგრამ აფხაზურ არმიაში კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდნენ. ისინი ტყვარჩელის მთებში (აფხაზური მხარე თავდასხმის ადგილს ტყვარჩელის რაიონად მოიხსენიებდა და არ აღიარებდა, რომ თავდასხმა, სინამდვილეში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობაში მოხდა, - რედ.) აფხაზ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ“, - თქვა ქიშმარიამ.

 

სტატიაში არის სხვა საინტერესო დეტალებიც. მაგალითად, რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურმა კონფლიქტის ზონაში - სერგეი ჩაბანმა, როგორც კი გაცხადდა, რომ მოკლულები არა აფხაზები, არამედ რუსები იყვნენ, გააკეთა განცხადება, რომ არ იცნობს მოკლულებს და მათთან შეხება არასდროს ჰქონია.

 

„კომერსანტ.რუ“ წერს: „ჩვენი მონაცემებით, მოკლულთაგან ერთერთს, პოდპოლკოვნიკ მუზავატკინს უშუალო შეხება ჰქონდა სამშვიდობო ძალებთან. აფხაზეთში ის მაიკოპიდან ჩავიდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცალკეულ სამშვიდობო დანაყოფებს ხელმძღვანელობდა. გარდაცვალებამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე პოდპოლკოვნიკი მუზოვატკინი გალის რაიონში დისლოცირებულ 559-ე სამშვიდობო მოტომსროლელ ბატალიონს მეთაურობდა და თათბირებზე ხშირად ხვდებოდა გენერალ ჩაბანსაც“.

 

შეგახსენებთ, რომ როგორც აფხაზური მხარე, ასევე რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური სერგეი ჩაბანი ამტკიცებდნენ, რომ თავდასხმა ტყვარჩელის რაიონში, აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა გაეროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ეჭვი შეეპარათ, რომ აფხაზური მხარის მიერ მითითებული ადგილი ყალბი იყო, ანუ ის ტერიტორია, სადაც ისინი აფხაზმა სამხედროებმა და კრიმინალისტებმა გაიყვანეს, სინამდვილეში სულაც არ იყო ის ადგილი, სადაც შეტაკება მოხდა.

 

ამის დამადასტურებელი ფოტო და მობილურით გადაღებული ვიდეომასალა მათ ქართულმა მხარემ წარუდგინა, რის შემდეგაც მისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დამოუკიდებლად ეწარმოებინა გამოძიება. ამან აფხაზური მხარის გაღიზიანება გამოიწვია და მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზი სამხედროების თანხლების გარეშე გაეროს წარმომადგენელთა გადაადგილება ინციდენტის ადგილის მიმართულებით აკრძალა, რის გამოც გაეროს მისიას სოხუმში არ მიეცა საშუალება, გამოძიება გაეგრძლებინა.

 

ლაშა ბერულავა

 

შენიშვნა:ფოტო ერთვის თემატური კავშირის პრინციპით და მას კავშირი არა აქვს სტატიაში ასახულ მოვლენებთან, ასევე, მოხსენიებულ პირებთან.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !