
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია განმარტავს, რა განსხვავებაა ევროპულ ქვეყნებში ყოფილი მმართველების დაკითხვასა და საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებს შორის.
გიგა ბოკერია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი პრეცენდენტები არსებობს, მაგრამ ისე, რომ იქ პოლიტიკური დევნის ნიშნები არ ჩნდება:
,,ბატონმა სუბარმა მაგალითად მოიყვანა, რომ კოლი დაკითხესო... იმ ქვეყნებში საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში, ყოფილი თანამდებობის პირების დაკითხვისას ეს კითხვები საერთოდ არ ჩნდება - ხომ არ არის ეს პოლტიკური დევნა? თუ რაიმე სპეციფიური შემთხვევა არ არის...
იმიტომ, რომ იმ ქვეყნებში ამგვარ დაკვეთებს პროკურატურა არ იღებს პოლიტიკური ხელმძღანელობისგან, მაგალითად ჩვენს შემთხვევაში პრემიერ-მინისტრისგან, ღიად დეკლარირებულად. იმ ქვეყნებში არ ხდება წინასწარ დამნაშავეებად გამოცხადება, იმ ქვეყნებში გამოძიების შედეგად ხდება გამოკვეთა დამნაშავის. ჩვენთან წინასწარ ხდება ბრალის დადება და მერე ამის მიხედვით საქმის შეკერვა. ეს პროცესი დაიწყო ეხლა სააკაშვილთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.