-
2014-03-28 22:14
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემირმინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ კომენტარს აკეთებს.
მარგველაშვილის განცხადებით ჟვანიას საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს, რადგან ეს მნიშვნელოვანია ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის და ასევე, საზოგადოებისთვის. ამის შესახებ მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციაში“ ისაუბრა:
„მე არ მიყვარს მორალისტობა, მირჩევნია პოლემიკის კონტექატში დავრჩე, ჩემი აზრით სააკაშვილის კომენტარი ჟვანიას საქმეზე იმ ძალიან დაბალ ზღვარს სცილდება, მიმღებლობის, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, ის გადასცილდა მორალის თვალსაზრისით, ჩვენს საზოგადოებაში დაშვებულ ნორმებს.
პასუხის გაცემა ზურას საკითხთან დკავშირებით მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისთვის, მისი ოჯახისთვის, მაგრამ არა ცნობისმოყვარეობის პრინციპით. მე გამოძიების დეტალები არ ვიცი, მაგრამ ალბათ ყველას გვახსოვს ის დეტალები რაც მაშინ არსებობდა. არსებობდა ბევრი დეტალი, რომელსაც ჩვენ მაშინ ვიგებდით და ვხედავდით.
რა თქმა უნდა მაშინაც ისმოდა და არსებობდა ეს კითხვები. მე ზურას ახლობელი ვიყავი და ვარ, გამომდინარე იმ ურთიერთობიდან რაც მასთან მქონდა. შეიძლება მკრეხელობად ჩამეთვალოს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, რომ ზურა იყოს არა მოკლული, არამედ გაგუდული. რადგან ამ შემთხვევაში ჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც ეს ცოდვა საკუთარ თავზე აიღეს. მაგრამ ძალიან ბევრი დეტალი იმ ვერსიისა არ ჯდება წესრიგში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.