
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ სააკაშვილი არ დააყენებს თავის თავს კანონს მიღმა და დისტანციურ ჩვენებას სასამართლოს მისცემს.
ამის შესახებ გიგი უგულავამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა და დაამატა, რომ თუ მოსამართლე საჭიროდ ჩათვლის, მოწმედ დაკითხოს მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილი ამას არ შეეწინააღმდგება.
"ახლა კი, როცა პროკურატურა ქვაბში ჩაყრის 50 საქმეს და მასზე მოუნდება დაკითხვა, მერე ივანიშვილს ჰერპესის შეტევა მოუვლის და კიდევ რაღაც გაახსენდება, მერე პროკურატურა გაიღვიძებს ცუდ ხასიათზე... ამ მასკარადში, რასაკვირველია, სააკაშვილი არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ მე მქონდა მასთან სატელეფონო საუბარი და ვიცი მისი პოზიცია - თუ მოსამართლე ჩათვლის საჭიროდ, მოწმის სახით დაკითხოს მიხეილ საააკაშვილი, ამის გაკეთებას ის შეძლებს", - ამბობს უგულავა.