
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცახდებით, რომ არა ივანიშვილი, ის ამ თანამდებობაზე ვერ იქნებოდა. ამის შესახებ მან „რეაქციის“ სტუდიაში განაცხადა.
დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობებს შეეხო და აღნიშ§ა, რომ ეს ორი ადამიანი ისევ ახლოსაა ერთმანეთთან, ხოლო მათი ურთიერთობა არაა სახელისუფლო თემა:
"ეს ორი ადამიანი იყო ყველაზე ახლოს ერთმანეთთან. პალამენტში ვინც ვართ, თქვენ გგონიათ, იმდენად უჭკუოები ვართ, არ ვიცით, იქ ვის გამო ვართ ?! და თუ არა ბიძინა ივანიშვილი, მე პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ვიჯდებოდი?! ყველას გვესმის ეს ამბავი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა გადაცემაში „რეაქცია“.
შეგახსენებთ, რომ იგივე შინაარსის განცხადება ადრე არჩილ კბილაშვილმა გააკეთა მაშინ, როცა ჯერ კიდევ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა: მან განაცხადა, რომ „გირგვლიანის ხსოვნის წინაშე ვალშია“, რადგან რომ არა გირგვლიანი და სხვები, ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ.