
ჩემი გადაწყვეტილება არ იყო, რომ მთავრობა არ დასწრებოდა ჩემს გამოსვლას პარლამენტში, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა ,,პოზიციაში“ საუბრისას.
პრეზიდენტის თქმით, მას არ უფიქრია პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წაკითხვისას, დაესწრებოდა თუ არა სამთავრობო კაბინეტი სხდომას, თუმცა თვლის, რომ ის მაინც ვერ გადაწყვეტდა ვინმეს დასწრება–არდასწრებას.
,,კითხვა არის არა იმდენად ჩემთან, არამედ იმ ადამიანებთან, რომელთაც გადაწყვიტეს დასწრება ან არდასწრება.
თუ ჩემს ემოციურ წიაღსვლას ვაკეთებთ, არ განვიხილავდი დაესწრებოდა თუ არა მაგალითად, უმცირესობა, ხომ შეიძლებოდა ბოიკოტი გამოეცხადებინათ? არ მიფიქრია, რამდენი წევრი დაესწრებოდა უმრავლესობიდან ან მთავრობიდან, მთავარია, რომ ჩემი ვალი მოვიხადე, ჩავედი და ვთქვი ღვთის წყალობით,“– განაცხადა მარგველაშვილმა.