
საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის, მაგრამ პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს კონსტიტუციის რანგში უნდა ავიყვანოთ , - ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"პრემიერი შესანიშნავი ინიციატივით გამოვიდა, რომ თუკი დღეს ეს კანონში წერია და თქვენ იცით, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის, პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ავიყვანოთ უფრო მაღალ რანგში და ჩანაწერი გაკეთდეს კონსტიტუციაში, რომ საქართველოში ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება.
,,მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ სასურველია ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის არსებობა,“– განაცხადა ღარიბაშვილმა.