-
2014-03-29 14:09
27 მარტს უკრაინის საჰაერო სივრცეში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სწავლება დაიწყო: თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ცაში 100 ავიაგამანადგურებელი, 23 ბომბდამშენი და 39 მოიერიშე თვითმფრინავი აიჭრა.
სწავლება ითვალისწინებს პრაქტიკული დავალებების შესრულებას საჰაერო და სახმელეთო ძალების კოორდინირებული ქმედებების დროს, უცხო სახელმწიფოს თავდასხმის პირობებში.
სწავლებაში ჩართული არიან: უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა, სამეთაურო პუნქტები, რადიოტექნიკური შენაერთები, საზენიტო–სარეკეტო ჯგუფები, დაზვერვის ნაწილები და სამხედრო ავიაციის ჯგუფები, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შენაერთები და საშუალებები.