ბათუმში დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან „ქართულ ოცნებაში“ გადასული მამული ჟღენტი. ინფორმაციას benewsbatumi.com ავრცელებს.
დაახლოებით ერთი წლის წინ "იუთუბზე" ატვირთული ვიდეო, სახელწოდებით "რუსეთის მორალური კატასტროფა" და ნიშნით +18 "ფეისბუქის" ქართველ მომხმარებლებში განხილვადი გახდა გავრცელებული მოსაზრების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც ევროპა უფრო გარყვნილია, ვიდრე რუსეთი.
ჟურნალისტი, „ობიექტივის“ ერთერთი დამფუძნებელი ირმა ინაშვილი თბილისში მაიდნის მოწყობის სესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებებს ეხმიანება და მთავრობას მიმართავს, ყურადღება მიაქციოს საჯაროდ გამოქვეყნებულ მათ ინფორმაციას, რადგან მისთვის ცნობილია „მაიდნის“ გეგმების შესახებ.
შალვა რამიშვილი გადადგა. მან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა და “ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ერთერთ ტელევიზიაში შოუს წამყვანად გადავა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებას შვედეთი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ რევანშს ევროპაში მომავალი არა აქვს.
იულია შიხოვცოვა, რომელიც რუსი სამხედროების მიერ ყირიმში ერთ-ერთი უკრაინული ბაზის აღების თვითმხილველი გახდა, აღწერს, რა მოხდა და როგორ:
სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები 20 აპრილამდე დარჩება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ბარაკ ობამას ექვსდღიანი საზღვარგარეთული ტურნე, რომელიც ორშაბათს დაიწყება და ევროპასა და აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს, ყველაზე მოცულობითი იქნება მისი პრეზიდენტობის განმავლობაში.
"ფეისბუქში" ახალი ფოტოკოლაჟი გაჩნდა. აქტუალობის მიხედვით ფოტოკოლაჟებისა და დემოტივატორების შექმნით ცნობილმა მომხმარებელმა ვაჟა ძაზაევიჩმა გუშინ ღამით ახალი კოლაჟი გამოაქვეყნა.
„ევრაზიის ინსტიტუტის“ ინიციატივით ორშაბათს თბილისში, კინოს სახლში დაგეგმილია 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სადაც ასახული იქნება ნატოს საჰაერო დაბომბვები იუგოსლავიაში, ფილმის დასრულების შემდეგ კი საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი.