რომან გოცირიძე უმრავლესობას - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ

არ ვენდობით უკვე მთავრობას. ჩვენ დღეს ამ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ, ვინაიდან ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ,-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

>>>

ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 102 ფაქტი გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შსს-დან აცნობეს.

>>>

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 828 შემთხვევა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში,  კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 828 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 17 337 შეადგინა.

>>>

CNN - აშშ-ში გარდაცვლილთა სტატისტიკამ შესაძლოა ზრდა მომავალი დღეების განმავლობაშიც განაგრძოს

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 2 731 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 45 039-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

>>>

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია და მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო. ამის შესახებ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

მარკ რუტე - ნიდერლანდებში მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა სექტემბრამდე გახანგრძლივდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განაცხადებით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა ნიდერლანდებში სექტემბრამდე გახანგრძლივდა, ხოლო ბიზნესზე დაწესებული შეზღუდვები 20 მაისს მოიხსნება.

>>>

იაპონიაში „კოსტა ატლანტიკაზე“ კორონავირუსი ეკიპაჟის 33 წევრს დაუდასტურდა

CNN ცნობით, იტალიურ საკრუიზო გემ „კოსტა ატლანტიკაზე“, რომელიც იაპონიაში, ნაგასაკის პრეფექტურაშია გაჩერებული, კორონავირუსი ეკიპაჟის კიდევ 33 წევრს დაუდასტურდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით,  პაციენტებს ვირუსის სიმპტომებით სამედიცინო კლინიკებში გადაიყვანენ, ხოლო ისინი, ვისაც სიმპტომები არ აქვთ, გემის კაბინებში იზოლაციაში განთავსდებიან.

შეგახსენებთ, იტალიური საკრუიზო ლაინერი „კოსტა ატლანტიკა“ იაპონიაში მარტიდან არის გაჩერებული. გემზე, რომელზეც ეკიპაჟის 623 წევრი და არც ერთი მგზავრი იმყოფება, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა.

თბილისში, დევნილების საცხოვრებელი შენობა თვითიზოლაციიდან მოიხსნა

თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. როგორც „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯამში გამოკვლეული 83 პირიდან, შედეგი ყველა შემთხვევაში უარყოფითია.

>>>

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული - ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნილა

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მათთან საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვები არ მოხსნილა.

>>>

კორონავირუსი: იტალიაში მსხვერპლისა და დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა

იტალიაში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 534 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის საერთო მსხვერპლმა ქვეყანაში 24 648-ს მიაღწია. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში  იტალიაში კორონავირუსით 2 729 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში მათი რიცხვი 183 957-მდე გაიზარდა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !