1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1749 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1749 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1749 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1696 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 შეადგინა.

>>>

რობერტ რედფილდი - აშშ-ში კორონავირუსის მეორე ტალღა, შესაძლოა, კიდევ უფრო გამანადგურებელი იყოს

კორონავირუსის მეორე ტალღა, შესაძლოა, კიდევ უფრო გამანადგურებელი იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორმა, რობერტ რედფილდმა განაცხადა.

>>>

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, საგანგებო მდგომარეობის წესებთან და დროებით ნებართვებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად „112“-ზე არ დარეკონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან და დროებით ნებართვებთან დაკავშირებით „112“-ზე არ დარეკონ.

>>>

მაია ცქიტიშვილი - ყველა გადაწყვეტილება მიიღება იმისათვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ჩვეულ ვითარებას

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე გადადგმული ნაბიჯი უკიდურესი აუცილებლობითაა ნაკარნახევი, რათა ქვეყანამ ვირუსის გავრცელების შენელება შეძლოს.

>>>

გიგა ბოკერია მარნეულში აქციაზე - „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ცდილობენ, ეს ხალხი დაამშვიდონ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც სამართლებრივ წესრიგს არღვევს.

>>>

22 აპრილი - დედამიწის დღეს კაცობრიობა ბევრად ჯანსაღი პლანეტით ხვდება, ვიდრე გასულ წლებში

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. მედიის ინფორმაციით, დღევანდელ დღეს კაცობრიობა ბევრად ჯანსაღი პლანეტით ხვდება, ვიდრე გასულ წლებში.

>>>

ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა

ლიგა.ნეტ-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ყოფილ გუბერნატორს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

>>>

ირაკლი კობახიძე მარნეულში აქციაზე - ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ

ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ, - ასე აფასებს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მარნეულში მიმდინარე აქციას.

>>>

ესპანეთის პრემიერ მინისტრი - ქვეყანაში მკაცრი კარანტინის მოხსნა მაისის მეორე ნახევრიდან იგეგმება

ესპანეთის პრემიერ მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ქვეყანაში კორონავიუსის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინის მოხსნა მაისის მეორე ნახევრიდან იგეგმება. მისი თქმით, ზომების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება. ამასთან ესპანეთის პრემიერ აპირებს პარლამენტს თხოვნით მიმართოს, საგანგებო მდგომარეობა 9 მაისამდე გახანგრძლივდეს.

შეგახსენებთ,  მკაცრი კარანტინი ქვეყანაში 14 მარტს დაწესდა. ესპანეთში, მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი 204178 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ვირუსს 21282 ადამიანი ემსხვერპლა

მარნეულში, აქციაზე გუბერნატორსა და “ევროპული საქართველოს” წევრს შორის დაპირისპირება მოხდა

მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !