მარინა ეზუგბაიამ, აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა

Image

 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა.

„ეს იყო ჩემი სურვილი, რატომ იგებს ადამიანების ნაწილი ამას ისე, როგორც ფაქტს, მე არ ვიცი, მაგრამ მე გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი, მე განმარტება გავაკეთე ამ მოცემულობასთან მიმართებაში. ვინ როგორ გაიგო არ ვიცი, მაგრამ განმარტებას გავაკეთებ, ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენ ცენტრში პირველად მოვიდნენ 1-ელ თებერვალს, 1-ელი თებერვლიდან დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ და სახელმწიფო, ანუ მთავრობა და ჯანდაცვის სამსახური თავისი შესაბამისი სამსახურებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი ცენტრი ეწეოდა ერთობლივად როგორც ერთი ორგანიზმი მუშაობას და პირველი ეტაპი, რასაც ჰქვია შეკავების პერიოდი, შესაშური შედეგებით დამთავრდა და სტატისტიკური მონაცემები იყო საკმაოდ დაბალი. რატომღაც ყოველთვის ეჭვები იქმნება, რომ სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია და ეს ასე არ არის, იმიტომ რომ გაყალბება ვერასდროს შეაჩერებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია covid დაავადებული პაციენტების მატება და მასთან დაკავშირებული ყველა ეს პრობლემა. შევხედოთ ევროპის ქვეყნებს და ვნახოთ რა მდგომარეობაში არიან. შეკავების პერიოდი ჩვენ და ამ სტრუქტურებმა ერთად დავამთავრეთ და როცა დაგვეწყო შიდა გავრცელება, რომელიც ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო, სახელმწიფომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა ყველა ჯერზე და ის აღკვეთის ღონისძიებები, რაც განხორციელდა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო და მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობაც შესაბამისად მიყვებოდა ამ სიტუაციას. გავრცელების პერიოდიც საბედნიეროდ, გრძელდება კონტროლირებადი, ზომიერი მატებით და ეს სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი. რატომ უჩნდება კითხვები ტელეჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები და მონაცემები არის დამალული, არ ვიცი, ასე მგონია, რომ სურვილი აქვთ, რომ მართლა მეტი იყოს. სინამდვილეში არსებული მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა, არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, შესაშური სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დადო ქვეყანამ, ეს ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას და ეჭვები ძალიან გთხოვთ ნუ გაქვთ, ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, მიზნობრივ ჯგფებში ჩატარებული ტესტირება და აგრესიული ტესტირება სხვადასხვა რამეა. როგორც მარინა ეზუგბაია განმარტავს, როცა ასეთი გაფართოებული ტესტირება ტარდება, 25 შემთხვევა კარგ შედეგს წარმოადგენს.

„სიტყვა აგრესიული არ მიყვარს არანაირ მიმართებაში, არც სამედიცინო ტერმინოლოგიაში, არც არსად, ჩემგან შორს არის ეს ტერმინი. მაგრამ მე გავაკეთე დაზუსტება, ვისაც მოსწონს ეს ტერმინი-აგრესიული ტესტირება, ასეთი დიდი მოცულობით ჩატარებული ტესტირებისას რომ 25 შემთხვევა გამოვლინდება, ეს არის ძალიან ცოტა და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ასეთ დროს 25 რომ იქნება მხოლოდ დადასტურებული, ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე“, -განაცხადა ეზუგბაიამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !