
როიტერსის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, დაუნინგ სტრიტზე დაბრუნდა.
სააგენტოს ცნობით, 55 წლის ბორის ჯონსონი დღეიდან მუშაობას სრული დატვირთვით განაახლებს.
ბირის ჯონსონს კორონავირუსი მარტის ბოლოს დაუდასტურდა, რის შემდეგ პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა და სამუშაოს სახლიდან ასრულებდა, თუმცა 6 აპრილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ბორის ჯონსონი საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კი, ის მკურნალობას ჩეკერსის რეზიდენციაში აგრძელებდა.