ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრები აქციას მართავენ. ისინი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას აპროტესტებენ. „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძეს განცხადებით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. მისივე თქმით, „ექიმებიც პოლიტიკური შოუსთვის არიან გამოყენებული“.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულში პროდუქციის ჩაბარების პროცესი სოციალური დისტანცირებისა და რეკომენდაციების დარღვევით მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა.
სერბეთში ინფექციური დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტიკრიზისული შტაბის წევრმა პრედრაგ კონმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკივიჩი ვაქცინაციის საწინააღმდეგო განცხადების გამო გააკრიტიკა.
მადრიდის „რეალი“ გადატვირთული შემადგენლობის გამო, მზად არის გამოეთხოვოს თავის რამდენიმე ვარსკვალვს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებისგან პროდუქტის შეძენის ექსკლუზიური უფლება არც ერთ კომპანიას არ აქვს. დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კომპანია „ჯიბესთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა და განმარტა, როგორ ახდენს აღნიშნული კომპანია მოსახლეობისგან პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსიგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა.
მარნეულში საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები სასოფლო - სამეურნეო პროდუქტის რეალიზაციას ითხოვენ. აქციაზე იმყოფება ქვემო ქართლში სახელმწიფო რმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რომელიც მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს მართავს.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების პროტოკოლში ცვლილებები შეტანილი არ არის და ინფორმაცია თითქოს ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც იყენებენ სიმართლეს არ შეესაბამება.
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცალო გაყიდვების მაღაზიები 11 მაისიდან გაიხსნება. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ბიზნესი ერთობლივად ვერ შეძლებს საქმიანობის განახლებას, მათ შორის ჯერჯერობით დახურული რჩება ბარები და რესტორნები.
„ზოომარტმა“ ფილიალები დახუა. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ