ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საზოგადოებას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო მიმოსვლის განახლება რისკების ფრთხილად მართვას მოითხოვს. ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წინ დიდი გზა გასავლელი და კორონავირუსის კრიზისი მალე არ გადაივლის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც კოვიდ19-ის მკურნალობის პროცესში, მედიკამენტ პლანქველინის გამოყენებას აპროტესტებენ, ტელეეთერებიდან და სოციალური ქსელებიდან პროფესიულ დისკუსიებში გადანაცვლებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს მთავრობა იმ საქმიანობის, თუ საჭიროებების ნუსხას აქვეყნებს, რომელთა შემთხვევაშიც მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების უფლება მიეცათ. გთავაზობთ ჩამონათვალს, ვისაც ავტომობილით გადაადგილების უფლება აქვთ:
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ბავშვებისთვის გეგმური იმუნიზაციის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ხათუნა ზახაშვილის თქმით, შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ გეგმური ოპერაციები, ამბულატირიული მომსახურება და სხვა სამედიცინო სერვისები საზოგადოებას მიეწოდოს.
ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსით დაინფიცირებული მესამე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. 1925 წელს დაბადებული ქალის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. ამის შესახებ ე.წ. მოსახლეობის დაცვის საკითხზე მომუშავე ოპერატიული შტაბი იუწყება.
გავუძლოთ ამ დიდ ომს კორონას წინააღმდეგ და ამ ომიდან ყველანი ერთად გამარჯვებულები გამოვიდეთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების გამოყოფისთვის მადლობას უხდის.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა „პლაქვენილით“ მკურნალობა და არც ერთთან არანაირი გართულება არ ყოფილა.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაჯის საათების შესყიდვის გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.
გირჩევთ, სათანადო პირობები შეუქმნათ დასაქმებულებს, რადგან დაავადებულებმა, არ იარონ სამსახურში. ნუ დაჩაგრავთ მათ, თუკი დაავადების გამო დარჩებიან სახლში, თუნდაც ეს არ იყოს Covid-19, გარწმუნებთ, ასე სჯობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამით ისინი დაიცავენ სხვა დასაქმებულების ჯანმრთელობას.