მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში ორი ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა

Image

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში ინფექციურში 46 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 მოზარდია.

“დღეს დილის მონაცემებით 496 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებული არის 149, აქედან გამომდინარე, დაახლოებით 337 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ჩვენს ცენტრში არის 46 დადასტურებული შემთხვევა. თითქმის ყოველდღე ხდება გამოჯანმრთელებულების გაწერა და ახალი პაციენტების მიღება, ამიტომ რამდენიმე ხანია ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გვაქვს 45-46 დადასტურებული შემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ შემოდის გარკვეული რაოდენობა, გამოჯანმრთელებულები ეწერებიან და ციფრები 44-47-ს შორის მერყეობს. ჩვენ უკვე 57 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, დღეს 6 პაციენტზე ტარდება ტესტირება, რომელთანაც პირველ ჯერზე მივიღეთ ტესტზე უარყოფითი პასუხი. ახალი შემთხვევებიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. ამ 2-3 დღეში დაახლოებით 4 პაციენტი შემოვიდა, ძირითადად არის ბოლნისისა და მარნეულის წყარო. მივიღეთ ერთი პაციენტი თეთრიწყაროს კლასტერიდან, მივიღეთ კიდევ 1 ბავშვი და ახლა გვყავს 11 მოზარდი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. კვლავ გვყავს 17 პაციენტი მძიმე პნევმონიით, მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესეულია, ამ პაციენტებთანაც არ შეინიშნებოდა დაავადების პროგრესიება, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობას და მართვას ექვემდებარებოდა და დინამიურად დაიწყება მათთანაც გამოჯანმრთელების მონიტორინგი დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !