
„ამ დროისთვის ბრძოლა მოგებულია“ - აცხადებს ახალ ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი. მისი თქმით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსი დაამარცხეს.
ცნობისთვის, ბოლო დღეების მანძილზე ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთეული რაოდენობა გამოვლინდა. გუშინ, ვირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, ქვეყანა სამშაბათიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საკმაოდ დიდ ნაწილს მოხსნის. ქვეყანაში აღდგება სწავლაც.
ახალ ზელანდიაში მთლიანობაში კორონავირუსის 1 469 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.